ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

«გმადლობ, რომ ეს მიაბე. ვიცი, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ომის ისტორიები მნიშვნელოვანია. ხოლმე მგონია, რომ ჩემი ბედისწერაა—ვხედავდე, ვარსებობდე, დავინახო მოძრავი, განვითარებადი გალაქტიკა. კვლავ და კვლავ მემართება—მაგრამ მაინც, ყველაფერს ვერ ვხედავ. ასე, რომ ისტორიების მოსმენა მომწონს. ჩაწერა.»
―R2-D2 BB-8-ს[30]

R2-D2 (არტუ-დიტუ) იყო სერია R2-ის ასტრომექანიკოსი დროიდი, შექმნილი სამრეწველო ავტომატების მიერ მამრობითი დაპროგრამებით. ამ ჭკვიანი, მამაცი დროიდისთვის, რომელსაც მრავალი პატრონი ჰყოლია, მეხსიერება ბოლომდე არასოდეს წაუშლიათ (ერთადერთი გამონაკლისით, როდესაც სენატის მძევლების კრიზისის ზოგიერთი რამ კედ ბეინმა ამოშალა). მას აგრეთვე არასოდეს მიუღია განახლებული დაპროგრამება. ასეთმა ფაქტორებმა განაპირობეს მისი თავგადასავლებისადმი და დამოუკიდებლობისადმი წინსწრაფვა. გალაქტიკურ ისტორიაში მრავალი გადამწყვეტი როლით მას, გაბედულობით და გამჭრიახობით, გალაქტიკა არაერთხელ გადაურჩენია.

თავდაპირველად ნაბუს დედოფალ ამიდალასთან მსახურობით, იგი გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის მფლობელობაში იყო და კლონების ომების დროს ხშირად ახლდა პროტოკოლური დროიდი C-3PO. მას შემდეგ, რაც სკაიუოკერი ძალის ბნელ მხარეს გადავიდა, დროიდი ემსახურებოდა სენატორ ბეილ ორგანას, სანამ უკანასკნელი იმპერიული სენატის შემადგენლობაში შედიოდა. გალაქტიკური რესპუბლიკის განადგურებიდან 19 წლის შემდეგ R2-D2-მა მნიშვნელოვანი წლილი შეიტანა აჯანყებულთა ალიანსის მიერ იმპერიის სუპერიარაღ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში, სადგურის ტექნიკური დეტალების აჯანყებულთა ალიანსისთვის გადაცემით. რაინდ ჯედაი ლუკ სკაიუოკერთან, გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდის მისი ორი პატრონის შვილთან მსახურობისას დროიდი მონაწილეობდა როგორც ჰოთის, ასევე ენდორის ბრძოლებში. იგი ესწრებოდა წინა სადგურის განადგურებიდან ოთხი წლის შემდეგ მეორე სადგურის განადგურებას.

შემდგომი 30 წლის განმავლობაში R2 ლუკს ახლდა მისი ჯედაების ორდენიაღდგენის მცდელობის ჩაშლამდე, იავინის ბრძოლიდან 28 წლამდე. ლუკის გაუჩინარების პერიოდში მან საკუთარი თავი გამორთო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი თაობის ასტრომექანიკოსი დროიდები მას ტექნიკურად წინ უსწრებდნენ. წინააღმდეგობაში ყოფნისას იგი უბრალოდ იდგა და იხსენებდა არსებობის საუკეთესო წლებს.

ბაზა „სტარკილერის“ ბრძოლის შემდეგ გამოღვიძებას მოჰყვა დროიდის გამგზავრება ძალისადმი მგრძნობიარე ჯართის შემგროვებელ რეისთან ერთად, კუნძულ აქ-ტოზე, სადაც R2-D2 კვლავ შეხვდა ძველ პატრონს, ლუკს. იგი წინააღმდეგობას კვლავ ეხმარებოდა, დაჰყვებოდა რა C-3PO-ს პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში, რაც დასრულდა ექსეგოლის ბრძოლაში გალაქტიკური ძალების ალიანსის გამარჯვებით.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWars R2-D2 Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ R2-D2 ფილმის მოვლენების დროს არის სულ მცირე, 67 წლის. ამ ფილმის მოვლენები ვითარდება ჰოსნიანის კატაკლიზმიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ჰოსნიანის კატაკლიზმის თარიღია 34 იბშ (იხ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი), R2-ის აწყობის წელია 32 იბ.
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  4. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიკრიტიკული წერტილი
  5. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი
  6. სრული ვარსკვლავური ომები
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 7.9 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  8. StarWars-DatabankII R2-D2 Databank-ში (არქივის ბმული)
  9. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  10. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  11. ვარსკვლავური ომები: R2-D2: სასაჩუქრო წიგნი და მოდელი
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  13. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიდროიდების დუელი
  14. StarWarsLCG Logo Star Wars: The Card GameScrap Metal (რუკა: Hero of a Thousand Devices)
  15. 15.0 15.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
  16. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიღამის დები
  17. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  18. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  19. 19.0 19.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  21. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, ფილმი
  22. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიციტადელი
  23. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისაიდუმლო იარაღები
  24. ასოკა
  25. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიდროიდები საფრთხეში
  26. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  27. ვარსკვლავური ომები (2015) 52
  28. IDWStarWarsAdventuresLogoSmaller კურდღლის ძარცვავარსკვლავური ომები: თავგადასავლები: წელიწდეული 2019
  29. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  30. პო დემერონი 28
Advertisement