შინაარსზე გადასვლა

ელზა ბრანდეისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:მუშავდება}} '''ელზა ბრანდეისი''' ({{lang-hu|Brandeisz Erzsébet «Elza»}}, დ. 1907 — გ. 2018) — უნგრელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. ექსპრესიონისტული ცეკვის ფუძემდებლი უნგრეთში.<ref name="dnn">{{cite web|author=Hartmut Schütz|title=Eine der Pionierinnen des Ausdruc...
(განსხვავება არ არის)

05:57, 6 ივლისი 2024-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მიმოზა.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: 2024-07-6.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 86 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „მიმოზა.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|მიმოზა.|ელზა ბრანდეისი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ელზა ბრანდეისი (უნგრ. Brandeisz Erzsébet «Elza», დ. 1907 — გ. 2018) — უნგრელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. ექსპრესიონისტული ცეკვის ფუძემდებლი უნგრეთში.[1]

მეორე მსოფლიო ომის დროს მან რამდენიმე ებრაელი შეიფარა თავის საზაფხულო სახლში ბალატონალმადისში, მათ შორის 14 წლის ჯორჯ სოროსი. 1995 წელს ისრაელის სახელმწიფოს კატასტროფების(ჰოლოკოსტი) და გმირობის ნაციონალურმა მემორიალმა „იად ვაშემმა“, ელზა ბრანდეისი აღიარა და მიანიჭა საპატიო წოდება, როგორც „მართალი ერთა შორის“.[2]

ადრეული წლები

ელზა ბრანდეისი დაიბადა 1907 წლის 18 სექტემბერს ქალაქ რუსტში, ავსტრიაში.[3] ის გაიზარდა ბუდაპეშტში ლუთერანულ გერმანულ ოჯახში. ბავშვობაში იგი შეესწრო იმპერატორ კარლ I-ის კორონაციას, რომელიც შედგა ბუდაპეშტში.[1]

1923 წლიდან 1928 წლამდე ბრანდეისი სწავლობდა ცეკვას ლილი კალეის სკოლაში. 1930-იან წლებში კი სწავლობდა ვენასა და დრეზდენში ქორეოგრაფ მერი ვიგმანთან.[1]

კარიერა

ბრანდეისი მუშაობდა მოცეკვავედ და მოგვიანებით მასწავლებლად კერძო თანამედროვე ცეკვის სკოლაში, რომელსაც ეროვნებით ებრაელი ბელანა ლაიტაი ხელმზღვანელობდა.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ სკოლის დაკავების თავიდან ასაცილებლად, ბრანდეისმა ლაიტაის სკოლა გადააფორმა თავის სახელზე. როდესაც ლაიტაი იძულებით გადაიყვანეს "ყვითელი ვარსკვლავის სახლში", ბრანდეისს მისთვის საკვები მიჰქონდა და ასევე დაეხმარა პორტუგალიის საელჩოსგან მფარველობის წერილის მოპოვებაში.[4] გარდა ამისა, 1944 წელს ბრანდეისი დაეხმარა ელიზაბეტ სოროსსა და მის 14 წლის ვაჟს შეეფარებინათ თავი მის საზაფხულო სახლში ბალატონალმადიში, ბალატონის ტბაზე.ელიზაბეტ სოროსის ვაჟმა, რომელმაც შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ სახელი შეიცვალა, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, როგორც ჯორჯ სოროსი.[4] ომისშემდგომ წლებში ახალი კომუნისტური ხელისუფლება უარყოფითად იყო განწყობილი ექსპრესიონისტული ცეკვების მიმართ, თვლიდა მათ დეკადენტად, ხოლო 1948 წელს,როდესაც ბრანდეისს საერთოდ აუკრძალეს ცეკვა — მან დაიწყო ტანვარჯიშის სწავლება ბალატონალმადიში.[1]

შემდგომი წლები

1963 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, ბრანდეისი გახდა მუზეუმის გიდი სტორნოს სახლის შოპრონში, სადაც მუშაობდა 1978 წლამდე.[1]

სიცოცხლის ბოლო წლებში იგი განმარტოებით ცხოვრობდა სოფრონში, სადაც მას მეურვეები ეხმარებოდნენ ჯორჯ სოროსის მხარდაჭერით.[1] მისი გარდაცვალების დროს, 2018 წლის 6 იანვარს, 110 წლის ელზა ბრანდეისი იყო ქალაქის უხუცესი მკვიდრი.[5]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Hartmut Schütz. (2018-01-08) Eine der Pionierinnen des Ausdruckstanzes: Elza Brandeisz starb mit 110 Jahren. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  2. В Венгрии скончалась Эльза Брандейс, спасавшая евреев от нацистов (2018-01-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-06.
  3. George Soros Lebensretterin gestorben (2018-01-06). ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  4. 4.0 4.1 4.2 György Lázár. (2017-07-11) George Soros’s savior Elza Brandeisz, member of the Evangelical-Lutheran Church. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  5. Molnár Zoltán. (2018-01-06) Meghalt Soros Györgyék megmentője. ციტირების თარიღი: 2022-03-26.